01, მარტი 2019 17:03:00
დღეს არქვისიტების კვირეული აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აჭარის საარქივო სამმართველოში ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში წლის საუკეთესო არქივისტი და ფონდების მცველი გამოავლინეს. ასევე მოეწყო გამოფენაც, სადაც წარმოდგენილი იყო არქივის ძველი შენობა და თანამშრომლების მუშაობის ამსახველი ფოტომასა. არქივისტების დღეს 1998 წლის 19 იანვარს დაარსდა. აჭარის საარქივო სამმართველო 2 500 - ზე მეტ ფონდსა და 600 ათასზე მეტს საქმეს ინახავს.